ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიაში სკოლების გახსნის შემდეგ პანდემიის მონაცემები არ გაურესებულა


სკოლების ნაწილობრივ გახსნის შემდეგ, დანიელ მოსწავლეებში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების გაზრდა არ მომხდარა. ინფორმაციას ინფექციური დაავადებებისა და ეპიდემიოლოგიის პრევენციის დოქტორი, პიტერ ანდერსონი ავრცელებს.

დანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 15 აპრილს ქვეყნის თავიდან ამუშავება დაიწყო. ერთთვიანი კარანტინის შემდეგ, დანიაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უფლება მისცეს სკოლაში დაბრუნებულიყვნენ.

"სკოლების გახსნის შედეგად, ვერ ნახავთ რაიმე ნეგატიურ ეფექტს", ამბობს პიტერ ანდერსონი ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით.

სკოლების ნაწილობრივ გახსნის შემდეგ, ბავშვებში 1-დან 19 წლამდე, არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ზრდა ინფექციის ახალი შემთხვევებისა. "იმ გამოცდილებით, რომელიც ადრე გვქონდა, ეს იყო თავიდან გახსნის ძალიან წინდახედული გეგემა", თქვა ანდერსენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG