ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიხურა


რუსეთმა ოლიმპიურ თამაშებზე რეკორდული თანხა დახარჯა

ასპარეზებობისთვის მზადება რუსეთის მთავრობას 51 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს რეკორდული თანხაა.

თამაშების დაწყების მომენტში არსებული ტერორისტული საფრთხის და მოლოდინის მიუხედავად, ოლიმპიურმა დღეებმა მშვიდად ჩაიარა.

ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ქებით მოიხსენია ოლიმპიური ქალაქი და თქვა:

„ჩვენ სოჭში ვსტუმრობდით, ძველი სტალინისტური სანატორიუმის ქალაქში, სადაც ოთახში შესვლისას ყოველთვის ჭერში იყურებოდი, რომ გენახა, რამე ხომ არ დაგეცემოდა თავზე. ეს საშინელება იყო, თუმცა 20 წლის თავზე, ასეთი ტრანსფორმაციის ხილვა ნამდვილად საკვირველია.“

ოლიმპიური თამაშები ყველაზე წარმატებით რუსმა სპორტსმენებმა ჩაატარეს. მათ 33 მედალი, აქედან 13 ოქრო მოიპოვეს.
XS
SM
MD
LG