ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ოლიმპიადის მე-11 დღეა


ამერიკელი თინეიჯერი ტანმოვარჯიშე გები დუგლასი, რომელიც სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და თვალსაჩინო ვარსკვლავია, მესამე ოქროს მედლის მოსაპოვებლად რუს ტანმოვარჯიშე ვიქტორია კომოვას შეეჯიბრება.

ამერიკის კალათბურთის გუნდმა ლიტვის ნაკრებს მცირე ანგარიშით მოუგო მოგვიანებით კი არგენტინის ნაკრებს შეხვდება. არგენტინამ ამერიკასთან ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე წააგო ასევე მცირე განსხვავებით - 86-ით 80.

50 მეტრზე მიზანში სროლაში იტალიელმა ნიკოლო კამპრიანიმ ოქროს მედალი, სამხრეთ კორეელმა იონგიუნ კიმმა ვერცხლის და ამერიკელმა მეტ ემონსმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
XS
SM
MD
LG