ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა უნდა ეცვათ ამერიკელ ოლიმპიელ სპორტსმენებს?


ამერიკულ პრესაში ლონდონში ოლიმპიურ ჩემპიონატზე მიმავალი სპორტსმენების ჩაცმულობაზე არაერთხელ დაიწერა

შეერთებული შტატების ექვსი სენატორი მოითხოვს დაკანონდეს მოთხოვნა, რომელიც ამერიკელ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, ამერიკაში დამზადებული სპორტული ფორმის ჩაცმას დაავალდებულებს.

სენატორებმა ეს თემა განსახილველად პარასკევს მას მერე წამოაყენეს, რაც ამერიკულ პრესაში ლონდონის ოლიმპიურ ჩემპიონატზე მიმავალ სპორტსმენთა ჩაცმულობაზე დაიწერა. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ამერიკელი სპორტსმენების ლურჯ, წითელ და თეთრ პატრიოტული ფერების სპორტულ სამოსს სავარაუდოდ წარწერა "დამზადებულია ჩინეთში" დაამშვენებს.

სენატორების განცხადებით, ახლა კანონს სახელად "აშშ-ის გუნდი დამზადებულია ამერიკაში კანონი 2012 " დაერქმევა.

სენატორ მენენდეზის თქმით, ამერიკელმა სპორტსმენებმა ლონდონში ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვან და ამიტომაც ტანზეც საუკეთესო ამერიკული პროდუქცია უნდა ჩაიცვან.




XS
SM
MD
LG