ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში ორი ამერიკელი გაასამართლეს


სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე ანტი-ამერიკული განწყობები იზრდება

იაპონიის სამხრეთით მდებარე კუნძულ ოკინავაზე ორი ამერიკელი მეზღვაური ქურდობის და გაუპატიურებისთვის გაასამართლეს. მათ გასულ წელს ჩადენილი დანაშაული დაუმტკიცდათ. ნაჰას უბნის სასამართლოში სიმან კრისტორერ ბრაუნინგს - 10 წელი, სკაილერ დოზერვოკერს კი 9 წელი მიესაჯა.

16 ოქტომბერს მომხდარ ძარცვაში და გაუპატიურებაში ტეხასელმა მეზღვაურებმა თავი დამნაშავედ სცნეს. ამ ფაქტის შემდეგ იაპონიის ბაზაზე მომსახურე მეზღვაურებს კომენდანტის საათი დაუწესდა. მკაცრი რეგულირების მიუხედავად, ხულიგნობის ფაქტები, რომლებიც ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო ჩადენილი, მას შემდეგ არაერთხელ დაფიქსირდა. ეს ყოველივე კი იაპონიაში სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე ანტი-ამერიკული განწყობების ზრდას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG