ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეცნიერების ახალი აღმოჩენა


ჩაღვრილი ნავთობის წყლიდან ამოღების საშუალება ნედლი ბამბაა

სამი წლის წინ მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის შემდეგ, ოკეანეს კვლავ გამოაქვს ნავთობის ნარჩენები სანაპიროზე. სპეციალისტებმა ყველა სახის გამწმენდი საშუალება იხმარეს, თუმცა ვერც შალის, ვერც ბუმბულის და ვერც ნახერხის საშუალებით ვერ მოხერხდა წყალში ჩაღვრილი ნავთობის ამოღება.

ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ ჩაღვრილი ნავთობის წყლიდან ამოღების საშუალება ნედლი ბამბაა.

სეშადრის რამკუმარმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ბამბის თვისებები და დაადგინეს, რომ წარმოებისთვის უვარგისი მდარე ხარისხის ბამბას აქვს უნარი ნავთობი წყალიდან მაქასიმალურად შეისრუტოს.
XS
SM
MD
LG