ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანმა შესაძლოა სამი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლოს


ოფიციალურმა პირებმა ამერიკაში მიანიშნეს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ტყვეობაში მყოფი სამი ამერიკელი გაათავისუფლოს. ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა რუდი ჯულიანიმ, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იურისთა გუნდის წევრია განაცხადა, რომ ამერიკელებს დღეს გაათავისუფლებენ. „ჩვენ კიმ ჩენ უნზე ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინეთ, რომ ის დღეს სამ ამერიკელ ტყვეს გაათავისუფლებს“, - განაცხადა ჯულიანიმ. აღნიშნულის შესახებ მიანიშნა ასევე პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერზე“.

„როგორც ყველამ იცის, წინა ადმინისტრაცია დიდი ხანი თხოვდა სამი ტყვის გათავისუფლებას ჩრდილოეთ კორეის შრომითი ბანაკიდან, თუმცა უშედეგოდ. გვადევნეთ თვალი“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა ადგილი და დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

სამი კორეელი-ამერიკელი ამ დრომდე ჩრდილოეთ კორეაშია დაკავებული. ტომი კიმი და კიმ ჰაკ სონგი ფხენიანის უნივერისტეტში ასწავლიდნენ. ისინი 2017 წელს სხვადასხვა დროს დააკავეს, და მათ ბრალად ანტი-სახელმწიფოებრივ ქმედებებში მონაწილეობა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა ედებათ. მესამე დაკავებული კიმ დონგ ჩული ჩრდილოეთ კორეის ქალაქ რასონში 2015 წელს აიყვანეს და 2016 წელს მას 10 წლიანი პატიმრობა და მძიმე გამასწორებელი სამუშაო მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG