ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დაიკავე ვოლ სტრიტის" მოძრაობა ერთი წლისაა


„დაიკავე ვოლ სტრიტის" მოძრაობის წევრები აქციის დაწყების ერთი წლისთავს აღნიშნავენ.

ნიუ-ორკში, პოლიციამ აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილენი გაფიცვებს აგრძელებენ და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის წინ ფართომასშტაბიან გამოსვლებს აწყობენ. მათი პროტესტის ძირითად მიზანს მდიდარი ამერიკელების მიერ ძალაუფლების მითვისების გაპროტესტება წარმოადგენს.

ბერი ნაითი ფერმერულ საქმიანობას მასაჩუსეტის შტატში ეწევა. მისი თქმით, ამერიკელებმა მთავრობასა და კორპორაციებზე კონტროლის საშუალება უნდა დაიბრუნონ:

„სამწუხაროდ, ახლა ისეთი ხელისუფლების მმართველობის დროს ვცხოვრობთ, რომელიც ბანკებსა და დიდ კორპორაციებს ლობირებს და ხალხის ინტერესს არ ითვალისწინებს. ადრე თუ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა ახლა კორპორატიულ ქვეყანას წარმოადგენს.“

აქციის დროს პოლიციამ მონაწილეთა სხვადასხვა ჯგუფები დააკავა, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა და მანქანების სავალ ნაწილებზე მოძრაობას აფრეხებდნენ. მათ შორის ერთ-ერთია ანტონიო სერნა, რომელსაც ბევრი რამ აღელვებს:

„თავისუფლება, ციხის რეჟიმის დასრულება, უფასო განათლება და კიდევ ძალიან ბევრი რამის მოთხოვნის გამო ვარ აქ.“

პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნების გარდა, აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი გარემოს დაბინძურების საკითხებს აპროტესტებს.

მთლიანობაში კი, აქციის მონაწილეთა აზრით, ამერიკული არჩევნები სწორედ ამ კორუმპირებული კორპორაციების მეშვეობით ფინანსდება. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი დემონსტრანტი, მანი ბენკი ამბობს, რომ არანაირი განსხვავება არ აქვს, ვის მისცემენ ხმას ამერიკელები - პრეზიდენტ ობამასა თუ ცვლილებების გამტარებელ რომნის. ორივე ნაყიდია.

„დაიკავე ვოლ სტრიტის მოძრაობის“ წევრებს შორის ხშირად გარკვეული უთანხმოებაცაა. მოძრაობის ერთ ნაწილს პოლიტიკის გარეთ სურს დარჩენა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ჩართვის გარეშე საკუთარ მიზნებს ვერ განახორციელებს:

„ბევრისგან მსმენია, პოლიტიკა ბინძური საქმეა, არ ღირს მასთან გაკარება. მაგრამ სინამდვილეში, კანონზე ზემოქმედება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულნი.“

„დაიკავე ვოლ სტრიტის მოძრაობის“ წევრებმა დემონსტრაციების დაწყების ერთი წლისთავი ხმაურითა და მასიური დაპატიმრებებით აღნიშნეს. საბოლოო ჯამში კი, პოლიციელებმა მათი დაპატიმრება იმ პირების ნებართვით განახორციელეს, რომლებიც ვოლ-სტრიტს განაგებენ და დემონტსრატებს ბარიერს უქმნიან.
XS
SM
MD
LG