ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავყრილობა ვაშინგტონის ეროვნული მოლზე


თავყრილობა ვაშინგტონის ეროვნული მოლზე

ვაშინგტონის ეროვნული მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 9 საათიდან სხვადასხვა შტატიდან ჩამოსული უმუშევარი ამერიკელების თავყრილობა დაიწყო. ისინი ვაშინგტონში, დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უმუშევრობის დახმარების ვადის გაგრძელებისათვის კონგრესზე ზეწოლის მოსახდენად ჩამოვიდნენ. ჯერემი კოლინსი ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსიდანაა:

„თუ პოლიტიკოსები დროულად მოგვაქცევენ ყურადღებას, დაინახავენ რომ აქ წარმოდგენილ ადამიანთა უმრავლესობა პოტენციური ამომრჩეველია და თუ მათ არჩევნებში ჩვენი ხმები სჭირდებათ, მაშინ ხალხს უნდა მოგვისმინონ. “

აღნიშნული საპროტესტო გამოსვლა, ორგანიზაციების კოალიციისა და პროფესიული კავშირების მეშვეობითაა დაფინანსებული, რომლებსაც ასევე მიაჩნიათ რომ კონგრესი არ ცდილობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა ზოგიერთი ფიქრობს რომ სამუშაო ადგილების შესაქმნელად გაცილებით მეტი დროა საჭირო ვიდრე უმუშევრობის დახმარებაზე ვადის გაგრძელებისათვის გადაწყვეტილების მიღება. ფლორიდის უესტ პალმ ბიჩის მკვიდრი რეიან იზაბელის თქმით:

„წარმატების მისაღწევად უმთავრესი რეფორმების განხორციელებაა. ეკონომიკისა და მთავრობის სისტემის მართვისათვის გულწრფელი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. “

სამხრეთ ფლორიდიდან ჩამოსული ოცამდე ამომრჩეველი კონსერვატიული ჩაის სმის მოაძრაობის წარმომადგენელთან - ალენ უესტთან შეეცადა შეხვედრას. დანარჩენები კი კონგრესის სხვა წევრებთან მოითხოვდნენ გასაუბრებას, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენ, აქ, იქამდე ვიქნებით სანამ ალენ უესტი არ დაგველაპარაკება და ჩვენს გასაჭირსა და მოთხოვნებს არ გაიგებს,“- აბმობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჰოლი ალბერტი.

კონგრესის თანამშრომლები, აღნიშნული ვითარების გამო, საკმაოდ გაბრაზებულები არიან. კონგრესის აპარატის უფროსი პოლიციის თანხმლებითაც კი გამოჩნდა შენობის გარეთ. მათ ჯგუფის მხოლოდ ორ წევრთან პირადი მოლაპარაკებების შემდეგ, კონგრესმენთან თხუთმეტწუთიანი შეხვდრის უფლება, აქციის სამ მონაწილეს მისცეს.

„კონგრესმენი შეხვედრას არ გაურბის, ის უბრალოდ მხოლოდ რამოდენიმე პირს შეხვდება, რომლებიც თქვენი ჯგუფის ლიდერები არიან,-“ განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა.

მიუხედავად ამისა, კონგრესმენთან შეხვედრამ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. თუმცა, გაფიცულები მხოლოდ იმაში დაწრმუნდნენ რომ პოლიტიკოსებს კომპრომისზე წასვლა საკმაოდ უჭირთ.


XS
SM
MD
LG