ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?!


რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?!

თბილისში 5 ახალგაზრდაზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას 21 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციების დაწყებასაც უკავშირებენ, თუმცა მიუხედავად ამ მოსაზრებისა ქართული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ერთში თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე ევროკავშირის მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს:

” საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე პირველი, რამაც დედუქციურად უნდა გვიბიძგოს რომ ვიმსჯელოთ, არის თუ არა დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ფონთან საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანთან მიმხდარი ინციდენტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს ხელისუფლებამ.

მაგრამ მხოლოდ ხელისუფლება ვერაფერს ვერ გახდება, თუ არა საერთაშორისო მონიტორები, რომლებიც ახორციელებენ დაკვირვებას. აქ საუბარია ევროკავშირის მონიტორთა ჯგუფზე. სხვა წარმომადგენ-ლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი რაიმე ინსტიტუტი სამწუხაროდ, საქართველოში აღარ დარჩა. მოგეხსენებათ, ეუთომ შეწყვიტა თავისი უფლებამოსილების განხორციელება, ასევე ვერ ახორციელებს უფლებამოსილებას გაეროს მონიტორთა ჯგუფი და ვრჩებით მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მონიტორთა იმედზე, რისთვისაც მათ დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ. მაგრამ როგორც ამ ინციდენტიდან იკვეთება, მხოლოდ მათი მხარდაჭერა საკმარისი არ არის. რომ მინიმალურ დონეზე მაინც იყოს დაცული მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც ახორციელებს თავის სამეურნეო მოქმედებებს ოკუპირებულ ზონაში. ეს არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. გავიხსენოთ, რისთვის იყვნენ ისინი, 5 ახალგაზრდა წასული ტყეში? ჯონჯოლის მოსაკრებათ, რაც სეზონუი საკვების მოპოვებასთან არის დაკავშირებული და ეს მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხდება ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე.”

”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით აუცილებლად უნდა აღდგეს მონიტორინგის პროგრამა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით: ”ვიცით, რომ ძალიან სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი აქ არის რუსეთის პოზიცია. სწორედ რუსეთის პოზიციიდან გამომდინარე შეწყდა ასეთი მონიტორინგის პროგრამები. ამ მიმართულებითაც უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა რუსეთთან. არის ჟენევის მოლაპარაკებები, ჟენევის მოლაპარაკებებზე უნდა ხდებოდეს ამ საკითხების უფრო მწვავედ წამოწევა”...

ქალთა პარტიის ლიდერის გუგული მაღრაძის აზრით საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება სასაზღვრო ზონაში საკუთარი ძალებითაც დაიცვას: იქ რუსმა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ სასაზღვრო ზონაში არიან ქართველი სამხედროები, არის პოლიცია ისეთი რაოდენობით, რომ მსგავსი ინციდენტი არ დაუშვას, და მშვიდობიან მოსახლეობას დაიცა

მაგრამ შეიძლება ეს იყო პროვოკაცია, იმიტომ რომ იმ მოვლენებთან დაკავშირებით,რაც საქართველოში მაისის ბოლოს შეიძლება განვითარდეს, შეიძლება ეს იყოს მიზანმიომართული პროვოკაცია”

XS
SM
MD
LG