„დაიკავე ვოლ სტრიტის" მოძრაობის ათობით აქტივისტი ნიუ ოირკში გამართული დემონსტრაციის დროს დააპატიმრეს.
ორშაბათს, ნიუ იორკის ფინანსურ ცენტრში, „დაიკავე ვოლ სტრიტის" ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. პოლიციამ „ვოლ სტრიტის" შესასვლელთან, ტროტუარზე მჯდომი აქტივისტების ჯგუფი დააკავა. მოძრაობის წევრები მხარდამჭერებს საფონდო ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებისკენ და მოძრაობის შეფერხებისკენ მოუწოდებდნენ.
გასული წლის 17 სექტემბერს, მოძრაობამ კაპიტალისტურ სამყაროში არსებული ეკონომიური უთანასწორობის და კორპორატიული სიხარბის წინააღმდეგ გაილაშქრა.
მიმდინარე კვირას, დემონსტრანტები ამ მოძრაობის დაწყებიდან ერთი წლისთავს აღნიშნავენ.