ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას რეიტინგი საგრძნობლად დაეცა


პრეზიდენტის რეიტინგის გამო დემოკრატებს შეიძლება შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდეთ

პრეზიდენტ ბარაკ ობამას დამოკიდებულება უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ბუნებრივია გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ განწყობაზე, იმაზე, თუ როგორ აფასებს საკუთარი ხელისუფლების ქმედებებს საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა რომ არსებული სიტუაციის ფონზე პრეზიდენტ ობამას რეიტინგი დაეცა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ნოემბერში კონგრესში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე.

რუსეთი ყირიმზე გავლენას აძლიერებს, უკრაინის საზღვაო და სამხედრო შტაბზე კონტროლით, ხოლო ბარაკ ობამა როგორც პრეზიდენტი, საგარეო პოლიტიკის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოცდას აბარებს.

"შეერთებული შტატები ამერიკელ ხალხთან ერთად უკრაინასთან დგას რათა მათი უფლებები დაიცვას გადაწყვიტონ თავიანთი ბედი", განაცხადა ობამამ.

სხვა ყველა წინამორბედის მსგავსად, ობამა რამდენიმე გამოწვევის წინაშე ერთდროულად აღმოჩნდა.

პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით იმ ადამიანების რიცხვი გაიზარდა, რომელთაც სახელმწიფომ სამუშაო საათების გადაცდენის შემთხვევაში დამატებითი თანხა უნდა აუნაზღაუროს.

საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით თეთრ სახლში მან ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები მიიღო, მათ შორის პალესტინის ავტონომიის ლიდერი და ირლანდიის პრემიერ-მინისტრი.

ობამა აცხადებს, რომ მსოფლიოში ცოტაა ისეთი ქვეყნა, სადაც სხვადასხვა ერის ადამიანები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.

ბარაკ ობამამ ასევე გარკვეული დრო დაუთმო თავის სადაზღვევო რეფორმის პოპულარიზაციას, ინტერნეტ-კომედი შოუში, რომელიც იუთუბის ვებ-გვერდზე აიტვირთა.

შოუში მსახიობი ზეგ გელიფიანიკსი მას ეკითხება რას ნიშნავს იყო შავკანიანი პრეზიდენტი?

ბარაკ ობამა მას კითხვას უბრუნებს, და ეუბნება წამყვანს: შენ იმაზე რას იტყვი, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყოს შენთვის როდესაც პრეზიდენტს ესაუბრები?

უკრაინაში განვითარებული მოვლენები და კრიზისი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც სოციოლოგიური კვლევა პრეზიდენტ ობამას ახალ რეიტინგს აქვეყნებს, რომელიც შედეგების მიხედვით საკმაოდ დაბალია, ამის შესახებ "პიუს" კვლევის სამსახურის წარმომადგენელი ქეროლ დოერთი საუბრობს.

მისი რეიტინგი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 40% აღწევს სამუშაო ადგილების გამოკითხვასთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად არ არის კარგი მაჩვენებელი ბოლო 6 წლის მანძილზე პრეზიდენტის პოსტზე მყოფი პირისთვის, რომელსაც კონგრესში მნიშვნელოვანი გამარჯვება სურს.

პრეზიდენტი ასევე კონგრესში რესპუბლიკელების მხრიდან მძაფრი კრიტიკის ქვეშ არის, რადგან მათ სურთ რომ რუსეთთან კიდევ უფრო პრინციპული პოზიცია დაიკავოს, ამის შესახებ ტენესის სენატორი ბობ კორკერი საუბრობს.

მისი თქმით, ეს ამერიკისთვის და ევროპისთვის განმსაზღვრელი მომენტია, რის გამოც ისინი უფრო ძლიერ პოზიციაზე უნდა იყვნენ.

ასე ფიქრობენ ის რესპუბლიკელებიც, რომელთაც შესაძლოა 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მიღწევა სურდეთ, მაგალითად ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო.

მისი თქმით, ისინი იგნორირებას ვერ მოახდენენ საგარეო პოლიტიკაზე, რამაც გასული წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკის გამო ამ რეალობამდე მოიყვანა. პრეზიდენტს სჯერა, რომ საკუთარი პიროვნული ძალის დახმარებით შუეძლია რომ გლობალურ მოვლენებს გაუმკლავდეს.

კონგრესის სპეციალურმა არჩევნებმა ფლორიდაში რესპუბლიკელებს გამარჯვება მოუტანა. ამით დემოკრატები შეშფოთდნენ, რადგან ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ ობამას დაბალი რეიტინგი მათ ნოემბერში სერიოზულად დააზარალებს. ამის შესახებ ანალიტიკოსი ჯონ ფორტიერი საუბრობს.

მისი თქმით, შუალედური არჩევენების დროს პრეზიდენტები გნსაკუთრებით ნერვიულობენ, რადგან მათი პოპულარობის ხარისხი განსაზღვრავს პარტიის და განსაკუთრებით უმრავლესობის მდგომარეობას კონგრესში.

ექპერტების უმრავლესობა წინასწარი პროგნოზით აცხადებს, რომ რესპუბლიკელები თავიანთ უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატაში შეინარჩუნებენ, და სჯერათ რომ დემოკრატებს სენატში უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდებათ.

ობამას იმედი აქვს, რომ ისტორიულ ტენდენციას დაარღვევს, როდესაც მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი და საპრეზიდენტო პარტია შუალედურ არჩევნებში ტრადიციულად კონგრესის ადგილებს კარგავს.
XS
SM
MD
LG