შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 4 წლით გააგრძელა პატრიოტის აქტის მოქმედება, რომელიც სხვათა შორის ეჭვმიტანილებზე მეთვალყურეობის დაწესებას ითვალისწინებს.
ხუთშაბათს ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პატრიოტის აქტის 4 წლით გაგრძელებას, რომელიც 2001 წლის ტერაქტების შემდეგ შემოიღეს.