ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიაში გამარჯვება ობამას წარმატება იქნება


ვირჯინიის შტატი ერთერთია იმ რამდენიმე შტატს შორის, რომელიც ობამას ხელმერედ არჩევას განსაზღვრავს

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვირჯინიის შტატის ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებაში.

ვირჯინიის შტატი ერთერთია იმ რამდენიმე შტატს შორის, რომელმაც ობამას ხელმეროედ არჩევა უნდა განაპირობოს. ვირჯინიის შტაში ერთერთ სკოლაში გამოსვლისას პრეზიდენტმა ამომრჩველებს უთხრა:
"თუ ჩვენ ვიგებთ ვირჯინიაში, ესე იგი არჩევნებსაც ვიგებთ."

ამომრჩევლებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტი სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ 4 მილიონი ადამიანი დაასაქმა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საშუალო კლასის ამერიკელების ცხოვრება გააუმჯობესოს.

პარასკევს მიტ რომნის ამომრჩევლებთან შეხვედრა არ ქონია. პრეზიდენტმა ობამამ 2008 წელს ვირჯინიაში ხმების უმეტესობა მოიპოვა და რესპუბლიკელი მეტოქე, არიზონის სენატორი ჯონ მაკეინი 56%-ით 46%-ის წინააღმდეგ დაამარცხა.


XS
SM
MD
LG