ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კამპანია გრძელდება


ბარაკ ობამამ ამერიკელი კონგრესმენები გააკრიტიკა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა წინასაარჩევნო კამპანიას ვისკონსინის შტატში აწარმოებს.

ამომრჩევლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა თავისი მეტოქე მიტ რომნი, რომელიც, თავის მხრივ, საშუალო კლასის ელექტორატის გულის მოგებას კალიფორნიაში ცდილობდა.

მიტ რომნი ბარაკ ობამას მთლიანად მთავრობაზე დამოკიდებული ამერიკელების რაოდენობის გაზრდაში და კერძო ინიციატივის ჩახშობაში ადანაშაულებს.

მიტ რომნის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, პოლ რაიანმა ლიბიაში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის სისუსტედ მონათლა.

ბარაკ ობამამ ამერიკელი კონგრესმენები გააკრიტიკა, რომლებიც მისი თქმით მხოლოდ საკუთარ გადარჩევაზე ფიქრობენ და ნაკლებად აინტერესებთ სამუშაო ადგილების შექმნის და საშუალო კლასის წინაშე წარმოქმნილი პრობლემები.
XS
SM
MD
LG