ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული იარაღი - 21 საუკუნის საფრთხე


ობამას განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფებები ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებების ხელში ჩაგდებას ცდილობენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და რუსეთმა ბირთვული არსებალი შეამცირეს, ბირთვული ტერორიზმი მსოფლიოსთვის მაინც ყველაზე დიდი საფრთხეა.

ორშაბათს ობამამ განაცხადა, რომ ტერორისტული და დანაშაულებრივი დაჯგუფებები ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებები. ამას თან ისიც ერთვის, რომ ეს ნივთიერებები არასათანადო პირობებში ინახება და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ბარაკ ობამას განცხადებით, ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიოს საფრთხე მეოცე საუკუნის სასტიკმა იარაღმა არ უნდა შეუქმნას.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ დემოკრატ სენატორს სემ ნუნს და გადამდგარ რესპუბლიკელ სენატორს რიჩარდ ლუგარს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში რაკეტების, ბომბებისა და წყალქვეშა ნავების განდგურებისა და დემონტაჟის კამპანიის წარმოებისთვის.

XS
SM
MD
LG