ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა რუსეთს მოუწოდებს


20 წლის წინ ხელმოწერილი პაქტის შემწეობით, მაშინდელ საბჭოთა კავშირში ბირთვული და ქიმიური იარაღის უდიდესი მარაგის განადგურება მოხდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბირთვული ტერორიზმი მსოფლიოს უსაფრთხოების უდიდეს პრობლემად რჩება.

„ჯერ კიდევ უამრავი ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალა აუცილებელი დაცვის გარეშე ინახება. ტერორისტები და კრიმინალური დაჯგუფებები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისინი ხელში ჩაიგდონ. თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ მათ იარაღი დაისაკუთრეს, მას გამოიყენებენ კიდეც, რაც ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს და სავარაუდოდ გლობალურ კრიზისსაც გამოიწვევს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მან ასევე მოუწოდა რუსეთთან ე.წ. „ნან-ლუგარის პაქტის“ ხელშეკრულების განახლების შესახებ. 20 წლის წინ ხელმოწერილი პაქტის შემწეობით მაშინდელ საბჭოთა კავშირში ბირთვული და ქიმიური იარაღის უდიდესი მარაგის განადგურება მოხდა. ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებში ყოფილი დემოკრატი სენატორის სემ ნანის და რესპუბლიკერი სენატორის რიჩარდ ლუგარის საპატივცემულოდ მათი სახელით მოიხსენიებენ.
XS
SM
MD
LG