ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი ლონდონში ჩავიდა


რესპუბლიკელი კანდიდატის საზღვარგარეთული ტურნე

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკელი მიტ რომნი დიდ ბრიტანეთს ეწვია. ის ლონდონში ოლიმპიური თამაშების გახსნას ესწრება.

„აღტაცებული ვარ, რომ მე და ჩემი მეუღლე აქ ვიმყოფებით და ოლიმპიადის გახსნას ვნახავთ,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.

რესპუბლიკელთა კანდიდატმა ოთხშაბათს ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე გააკეთა კომენტარი. მან თავიდან ეჭვი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ამ საკითხში ადექვატურად არის მომზადებული, თუმცა პრემიერ მინისტრ კამერონთან შეხვედრის დროს ეს განცხადება უარყო. ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ უიკჰამ-ჯონსი ამბობს, რომ როდესაც ბარაკ ობამამ 2008 წელს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მას ბრიტანული მედია და საზოგადოება ძალიან კარგად იცნობდა. მისგან განსხვავებით კი, რომნის შესახებ ევროპაში და ბრიტანეთში ცოტა რამ არის ცნობილი.

„ვფიქრობ მის შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ ეს ადამიანი ობამას მეტოქეა. ამაზე მეტი არაფერია ცნობილი,“ - ამბობს ბრიტანელი პროფესორი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG