ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანდიდატები ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ


საპრეზიდენტო კანდიდატებს გამარჯვებისთვის 270 საარჩევნო კოლეგიის ხმა, 50 შტატის და ვაშინგტონის ოლქის მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდებათ

ვიდრე შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლები ფავორიტ კანდიდატს აძლევენ ხმას, ბარაკ ობამას და მიტ რომნის საკუთარი გამარჯვების იმედი აქვთ.

ბარაკ ობამა, მშობლიურ ჩიკაგოში, კამპანიის ოფისში მივიდა და მოხალისეებს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. გამოსვლისას პრეზიდენტმა რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნისაც მიმართა. მან ასევე მოუწოდა ამერიკელებს, გამოხატონ საკუთარი ნება და საარჩევნო ყუთთან მისვლით მთელი ქვეყნის მომავალი განსაზღვრონ.

საპრეზიდენტო კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა და 50 შტატის და ვაშინგტონის ოლქის მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდებათ.

არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე პრეზიდენტმა ობამამ სამშაბათს, ნაშუადღევს, მეგობრებთან და მრჩეველებთან ერთად ტრადიციულად კალათბურთი ითამაშა.

შემდეგ პრეზიდენტი, მისი მეუღლე და ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩიკაგოში ობამას სახლში სადილზე შეიკრიბნენ.

მოგვიანებით პრეზიდენტი ობამა და მისი მეუღლე, ვიცე პრეზიდენტთან ერთად, ჩიკაგოს ყრილობის ცენტრში მივლენ, სადაც არჩევნების შედეგების გამოცხადებას დაელოდებიან.
XS
SM
MD
LG