ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ მერკელს მადლობა გადაუხადა


ბარაკ ობამას განცხადებით, ბირთვული იარაღის შემცირება შესაძლებელი იქნება ამერიკისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების დაცვის პარალელურად

ბერლინში ბრანდერბურგის ჭიშკართან გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს ხედვა წარმოადგინა.

ამერიკელი ლიდერი შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და პირადად კანცლერ ანგელა მერკელს მადლობა გადაუხადა ლიდერობის, მეგობრობისა და საკუთარი ცხოვრებით გაღებული მაგალითისთვის. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის მთლიანი რაოდენობის სამჯერ შემცირებას შეეცდება, რაც ამერიკისა და რუსეთის მიერ სტრატეგიული ბირთვული ქობინების შემცირებას გულისხმობს ახალი სტარტის ხელშეკრულებით გათვალიწინებულ რაოდენობაზე კიდევ უფრო მეტად.

ობამამ დასძინა, რომ ბირთვული იარაღის შემცირება შესაძლებელი იქნება ამერიკისა და მისი მოკავშრეების უსაფრთხოების დაცვის პარალელურად.
ობამას განცხადებამდ გავრცელდა რუსეთის პრეზიდნეტის ვლადიმირ პუტინის ციტატა, სადაც ის ამბობს, რომ მისი მთავრობა არ დაუშვებს რუსეთის ბირთვული ძალების ეფექტურობის შემცირებას.
XS
SM
MD
LG