ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ბიუჯეტი და „ფისკალური უფსკრული"


კონგრესმენთა კომპრომისების გარეშე, ბიუჯეტის ავტომატური შეკვეცები 1 იანვარს შევა ძალაში

ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას საშუალო კლასის ამერიკელებს უთმობდა. მას სჯეროდა, რომ ამ ფენის მოსახლეობა მხარს დაუჭერდა საკითხში, რომელიც მდიდრებისთვის გადასახადების მატებას და საშუალო ფენის ამერიკელებისთვის გადასახადების შემცირებას გულისხმობს.

„ჩვენი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იმ მიზნით, რომ საშუალო კლასი ამერიკაში გაიზარდოს და გაძლიერდეს,“ - ამბობდა პრეზიდენტი.

გასულ ოთხშაბათს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ ფრაზა - „საშუალო ამერიკელები“ 21-ჯერ წარმოსთქვა:

„ვიდრე გადასახადების შემცირებაზე ვმსჯელობთ, საშუალო კლასი ჩვენგან გარკევული ნაბიჯების გადადგმას მოელის, ამიტომაც განვახორციელოთ ის, რაზეც შევთანხმდით და საშუალო კლასს გადასახადები შევუმციროთ.“

ამ იმედით პრეზიდენტმა კონგრესის ლიდერებთან მოლაპარაკებები დაიწყო, რაც ე.წ. „ფისკალური უფსკრულის" წინაშე მდგარ შეერთებულ შტატებს რთული მდგომარეობიდან გამოიყვანს.

წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის კომპრომისზე წავლენ, თუ სახელმწიფო ზოგიერთ პროგრამაზე საკუთარ დანახარჯებს შეამცირებს. მოლაპარაკება ნოემბრის ბოლო კვირას განახლდება, კომპრომისების გარეშე კი ავტომატური შეკვეცები 1 იანვარს შევა ძალაში:

„ჩვენ თანახმა ვართ გასადახადები გაიზარდოს, ოღონდ სახელმწიფოსგან დანახარჯების შემცირებას მოვითხოვთ," - განაცხადა ჯონ ბეინერმა.

ვაშინგტონში, საზოგადოებასთან ურთერთობის ფირმის - „ქორვის ქომუნიქეიშენის“ თანამშრომელს, სტენ კოლენდერს ფინანსური ინდუსტრიის სფეროდან ბევრი კლიენტი ჰყავს. მისი თქმით, ობამას მეორე ვადით პრეზიდენტობა „ფისკალური უფსკრულის" საფრთხემ განაპირობა:

„თუ გადასახადები გაიზრდება, სახელმწიფო პროგრამებიც ავტომატურად შეიკვეცება, რესპუბლიკელებს ამ პროცესის შეჩერება სურთ. ერთადერთი გზა ამისთვის იმ კანონის ჩაგდებაა, რაზეც პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.“

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ობამა ცდილობს რისკზე წავიდეს და გავლენიანი თანამემამულეებისგან მხარდაჭერას ელის. იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან კორპორატიულ ლიდერებთან, რომელთაგან უმეტესობა რესპუბლიკელია:

„საქმიანი წრეების საშუალებით პრეზიდენტი ობამა რესპუბიკელებს აჩვენებს, რომ გადასახადების გაზრდა გარდაუვალია. რადგან ეს ვნებს ქვეყნის ეკონომიკას, საბაზრო ფასებს და გაყიდვებს,“ - ამბობს სტენ კოლენდერი.

ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის მესვეურები ცდილობენ, ამერიკის კონგრესმენებზეც გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ, რათა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ საგადასახადო შეკვეცებს მხარი დაუჭირონ:

„ჩვენ ყველამ კარგად ვუწყით, რომ ეს საკითხი ძალზე სწრაფად უნდა მოგვარდეს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.
XS
SM
MD
LG