ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საარჩევნო კამპანიას აგრძელებს


ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანია

ორი შტატიდან მიღებული ხმები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადამწყვეტი იქნება

პრეზიდენტი ობამა ოჰაიოსა და პენსილვანიის შტატებში საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ორივე შტატიდან მიღებული ხმები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადამწყვეტი იქნება.

დღეს, პრეზიდენტი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა ამერიკის შრომის დეპარტამენტის ახალი ანგარიშის მოლოდინში იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, უმუშევრობის დონე არც ივნისში შემცირებულა. ეკონომიკის აქტივობის შედეგად კი მხოლოდ 80, 000 სამუშაო ადგილი გაიხსნა გასული თვის განმავლობაში.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემები ბარაკ ობამას რეიტინგს უფრო მეტად ავნებს.
XS
SM
MD
LG