ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პატრიოტი მილიონრები” პრეზიდენტს და კონგრესს მიმართავენ


ფოტოზე: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეული წევრები. 15 ნოემბერი, 2012 წ.
ფოტოზე: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეული წევრები. 15 ნოემბერი, 2012 წ.

მდიდარი ამერიკელები გადასახადების გაზრდის მოთხოვნას მხარს უჭერენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


თეთრ სახლსა და კონგრესს შორის გასულ კვირას დაწყებული საბიუჯეტო მოლაპარაკებების ფონზე, რაც ეგრეთ წოდებული „ფისკალური უფსკრულის” თავიდან აცილებისკენ არის მიმართული, შეერთებული შტატების დედაქალაქში ოცზე მეტი მილიონერი ჩამოვიდა, რათა მდიდარ ამერიკელთათვის გადასახადების გაზრდის მოთხოვნა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ჯეფ სვიკორდი მოგვითხრობს დეტალებზე.

„ჩვენნაირი მდიდარი ამერიკელები ხშირად იმაზე უფრო ნაკლები საგადასახადო განაკვეთით იბეგრებიან, ვიდრე ორი შვილის მარტოხელა დედა.”

ჯგუფი, რომლის წევრებიც თავს „პატრიოტ მილიონრებს” უწოდებენ, კონგრესს ეწვივია და პრეზიდენტისა და კონგრესისადმი ერთი გზავნილით წარსდგა: „დაგვბეგრეთ უფრო მეტად, ჩვენ ამას გავუძლებთ.”

„განვითარებულ სამყაროში უთანასწორობის ყველაზე სწრაფად მზარდი მაჩვენებელი გვაქვს.”

ეს ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ობამას, რომელმაც უმდიდრესი ამერიკელებისათვის გადასახადების გაზრდის პირობა დადო, რაც მოსალოდნელი კრიზისის თავიდ ასაცილებლად საჭირო საბიუჯეტო შეთანხმების ნაწილია. ეგრეთ წოდებული „ფისკალური უფსკრული” გადასახადების გაზრდას და მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემცირებებს გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება 31 დეკემბრისთვის არ იქნება მიღწეული.

„როდესაც საქმე უმდიდრეს ადამიანთა ორ პროცენტს ეხება, არ ვაპირებ გადასახადების შემცირება იმ ადამიანებზე გავრცელდეს, ვისაც ეს არ სჭირდება. ეს ყოველივე, დაახლოებით, ტრილიონ დოლარამდე დაჯდება,” - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა ცალსახად აღნიშნა, რომ უმდიდრესი ამერიკელები გადასახადების გაზრდის მოწმენი არ უნდა გახდნენ.

„მე მოვამზადე პროექტი, რომელშიც განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა იმუშაოს ორივე პარტიამ ერთობლივად ისე, რომ საგადასახადო განაკვეთების გაზრდის გარეშე თავიდან იქნას აცილებული ფისკალური უფსკრული,” - აღნიშნა ბონერმა.

„პატრიოტი მილიონრები” ბეინერს არ ეთანხმებიან. ისინი ასევე არ ეთანხმებიან რესპუბლიკური პარტიის არგუმენტს, რომ მდიდარი დამსაქმებლების დაბეგვრა სამუშაო ადგილებს შეამცირებს. ზლოტნინსკი მონაცემთა მართვის კომპანიის - „აი-კონტროლ სისტემების” აღმასრულებელი დირექტორია.

„როდესაც ჩემი ბიზნესის გაფართოების მიზნით კადრების დაქირავების შესახებ გადაწყვეტილებას ვიღებ, მას მხოლოდ იმაზე ვაფუძნებ, თუ რამდენად არის საჭირო ეს კომპანიისთვის, რამდენად არის ამის მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან, და რამდენად გააფართოვებს ეს ჩემს საქმიანობას. ჩემი პირადი საგადასახადო განაკვეთი არასოდეს არ არის გადაწყვეტილების მიღების განსამზღვრელი ფაქტორი,” - განმარტავს ზლოტნინსკი.

მილიონრები აცხადებენ, რომ საშუალო ფენის გადასახადებით ზედმეტად დატვირთვა, რათა შეერთებული შტატების დეფიციტი დაიფაროს, ეკონომიკისთვის გაცილებით უფრო უარყოფითი იქნება. ფრანკ პატიტუჩი რელოკაციის მართვის მომსახურების კომპანიის - „ნუ-კომპას მობილითი”-ს აღმასრულებელი დირექტორია.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო ფენისათვის. თუ ამ ფენას დავკარგავთ, მაშინ მომხარებელსაც ვკარგავთ. ამდენად, ძლიერი საშუალო ფენა, რომელსაც სამართლიანი საგადასახადო სისტემა ეხმარება, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული ეკონომიკის საწინდარია,” - ამბობს ფრანკ პატიტუჩი.

„პატრიოტი მილიონრების” ჯგუფს შეერთებული შტატების მასშტაბით 200-მდე წევრი ჰყავს, რომლებიც ფინანსების, გართობისა და ტექონოლოგიების სექტორებში მოღვაწეობენ.
XS
SM
MD
LG