ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა შვებულებაში გავიდა


პრზიდენტი ობამა და მისი ოჯახი

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახით კუნძულ მართას ვინიარდზე გაემგზავრა, სადაც ის საზაფხულო შვებულებას გაატარებს. კუნძული მასაჩუსეტის შტატში მდებარეობს.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტს ოფიციალური შეხვედრები დანიშნული არ აქვს. ის შვებულებას მეუღლე მიშელთან და ქალიშვილებთან - საშა და მალიასთან ერთად გაატარებს.

პრეზიდენტი მრჩევლებთან ერთად მოგზაურობს, რომლებიც მას საერთაშორისო და ადგილობრივ სიახლეებზე ინფორმაციას უწყვეტად მიაწვდიან. წარსულში ობამას შვებულების შეწყვეტა და ვაშინგტონში დაბრუნება რამდენჯერმე მოუხდა ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო მასშტაბით მომხდარი მოვლენების გამო.

XS
SM
MD
LG