ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, შაბათს, ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი ძალადობის შემდეგ ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სოციალური მედიის, ამ პლატფორმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოწონებული ფოტოა. ფოტოზე ბარაკ ობამა ღია ფანჯარასთან დგას, საიდანაც მას სხვადასხვა რასის ბავშვები უყურებენ.

​„არავინ იბადება სიძულვილით მეორე ადამიანის მიმართ მისი კანის ფერის თუ რელიგიის გამო“, - ამ წარწერით, რომელიც სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს, ნელსონ მანდელას ეკუთვნის, განათავსა ფოტო ტვიტერზე ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა.

განცხადება შარლოტსვილის მსვლელობას მოჰყვა, სადაც თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებმა, ნეონაცისტებმა და რადიკალმა მემარჯვენეებმა მსვლელობა მოაწყვეს, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათობით კი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG