ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერისადმი მიმართვა 2013


„არსებითი და დრამატული“ მოხსენება

შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად ყოველწლიურად ამერიკელებს პრეზიდენტი კონგრესიდან მიმართავს. ერისადმი მიმართვას დიდი ხნის ისტორია აქვს, რაც ამერიკელთა პოლიტიკური ცხოვრების ტრადიციას წარმოადგენს. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ცერემონია, რომელიც ახლა უკვე მთელ მსოფლიოში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

მართალია, ამერიკამ ლონდონისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ბრიტანული ტრადიცია ერისადმი ყოველწლიური მიმართვა პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად დაამკვიდრა.

„ჩემო ლორდებო და თემთა პალატის წევრებო,“ - ასე იწყება ხოლმე დედოფალ ელისაბედის მიმართვა ბრიტანეთის პარლამენტისადმი.
ადრე პრეზიდენტები კონგრესს მხოლოდ წერილობით მიმართავდნენ. ანგარიშის ჩაბარებას პრეზიდენტებს კონსტიტუცია ავალდებულებთ. მიმართვა უნდა შეიცავდეს იმ რეკომენდაციებსაც, რომლის გატარებასაც პრეზიდენტი „საჭიროდ და მიზანშეწონილად“ თვლის.

სიტყვის გამოსვლის დროს სტუმრების დაპატიჟების პრაქტიკა რონალდ რეიგანმა დანერგა. მან კონგრესში ის ადამიანი მიიწვია, რომელიც მდინარე პოტომაკში ჩავარდნილი თვითმფრინავის მგზავრების გადასარჩენად გადახტა.

„მივესალმებით გათავისუფლებული ავღანეთის ლიდერს ჰამიდ კარზაის“- განაცხადა თავის დროზე ჯორჯ ბუშმა.

მარკ რომი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობების პროფესორია.

„ერისადმი მიმართვის დროს პრეზიდენტებს მრავალი მიზანი აქვთ. ერთი არის, რომ მათ უნდა მოხაზონ საკუთარი დღის წესრიგი. ასევე უნდა შექმნან დღის წესრიგი კონგრესისთვის და საზოგადოებისთვის. რადგან კონგრესი საზოგადოების წუხილს პასუხობს, ამდენად პრეზიდენტმა საზოგადოების აზრის მობილიზებაც უნდა შეძლოს თავისი მიზნების მხარდასაჭერად,“ - ამბობს მარკ რომი.

კონგრესში პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ეპატიჟება. პრეზიდენტი პალატის წევრებთან ერთად სენატორებსაც მიმართავს. სიტყვით გამოსვლა წარმომადგენელთა პალატაში დარბაზის სიდიდის გამო იმართება. რომი ამბობს, რომ მოხსენება არსებითი და დრამატულია.

„პრეზიდენტი აცხადებს თუ რა არის მათი პროგრამა, რასაც კონგრესში მისი თანაპარტიელები ფეხზე ადგომით და ოვაციებით ხვდებიან. ოპოზიციის წევრები კი თავის ადგილებზე რჩებიან და ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებენ,“ - ამბობს პროფესორი რომი.

მიმართვის დროს პრობლემებზე და გადაჭრის გზებზეა საუბარი.

„პრეზიდენტ რუზველტის ან პრეზიდენტ ბუშის დროს. როდესაც იყო მეორე მსოფლიო ომი, ან კამპანიები ერაყსა და ავღანეთში, ჩვენ გვაკრიტიკებდა ოპოზიცია, თუმცა ჩვენ ეს გადავლახეთ და კიდევ გადავლახავთ,“- ამბობს რომი.

„ცივილიზებულ სამყარის უპრეცედენტო საფრთხე ემუქრება. აქამდე ჩვენი ერისადმი მიმართვა ასეთი ძლიერი არ ყოფილა,“ - განაცხადა ადრე ჯორჯ ბუშმა.

„პრეზიდენტი ობამამა რეალური ღრმა ეკონომიკური რეცესიის და დიდი დეპრესიის საფრხის ფონზე წარმოადგენს თავისი ხედვას და იმედებს,“ - აცხადებს რომი.

„იმ დროს როდესაც ჩვენი ეკონომიკა დასუსტებულია და ნდობა შერყეული, მე მინდა ყველა ამერიკელს ვაცნობო, რომ ჩვენ თავიდან აღვადგენთ, გავაჯანსაღებთ ქვეყანას და შეერთებული შტატები ისეთი ძლიერი იქნება, როგორც არასდროს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ გასულ წელს.

ძლიერი ეკონომიკა, იარაღის ძლიერი კონტროლი და ძლიერი საიმიგრაციო პოლიტიკა. ეს პრეზიდენტ ობამას წლევანდელი ერისადმი მიმართვის თემები იქნება.
XS
SM
MD
LG