ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ინვესტიციების მოწოდებით გამოდის


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გზების, ხიდებისა და სხვა საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად $21 მილიარდი ოდენობის კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების გაღება მოითხოვა. ამ ძალისხმევით ობამა საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ ეკონომიკურ გაჯანსაღებას დიდ ყურადღებას უთმობს.

პრეზიდენტის განცხადებით, კერძო ინვესტიციებით ინფრასტრუქტურის აღდგენა ამერიკელთა დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს.

ობამამ აღნიშნული განცხადება ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში გააკეთა, სადაც კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები 2 მილიარდის ღირებულების პროექტებს აფინანსებს.
XS
SM
MD
LG