ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა პოზიციის შეცვლას არ აპირებს


ერთერთ მთავარი საკითხი, სადაც ორივე მხარეს განსხვავებული მოსაზრებები აქვს ქვეყნის ეროვნული ვალის ზღვარის მოცულობის დაწესებაა

ამერიკის ხმის კორესპონდენტი თეთრ სახლში დენიელ რობინსონი ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილები შექმნა და ეკონომიკის განვითარება ბარაკ ობამას მთავარ გამოწვევებად დარჩება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
თუმცა როგორც მოსალოდნელია დემოკრატ პრეზიდენტთან რესპუბლიკელი კონგრესმენები თანამშრომლობას არც მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აპირებენ.
ერთერთ მთავარი საკითხი, სადაც ორივე მხარეს განსხვავებული მოსაზრებები აქვს ქვეყნის ეროვნული ვალის ზღვარის მოცულობის დაწესებაა.
ამ საკითხში პრეზიდენტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
ობამა: „ჩვენ შეგვიძლია კომპრომისულ წინადადებაზე შევთანხმდეთ. მე სიამოვნებით ვისაუბრებ ყველასთან თუმცა ამერიკელი ხალხის ხარჯზე არ ვაპირებ დათმობებზე წავიდე, მხოლოდ იმიტომ რომ შეთანხმება გამოინახოს.“
დეკემბერში, კონექტიკუტის შტატის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 26 ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა, ობამას საკანონმდებლო განრიგში იარაღის ტარებაზე კონტროლის დაწესების ინიციატივაც შევიდა.
ამერიკის იარაღის ეროვნულმა ასოციაციამ პრეზიდენტს იარაღის ტარებაზე კონტროლის საკითხში განვითარებული ახალი რეკომენდაციების გამო შეუტია.
პრეზიდენტს ამას გარდა გადაწყვეტილი აქვს საემიგრაციო რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს. ამ ამოცანის მისაღწევად მას კონგრესში კოალიციის მხარდაჭერა სჭირდება.
ობამა: „ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. მე ველი რომ საემიგრაციო კანონმდებლობის საკანონმდებლო ორგანოში გატანას მოვახერხებთ. იმედია, რომ ამ პროცესს კონგრესი, ინაუგურაციიდან ძალიან მალე დაიწყებს.“
ვაშინგტონში ბაზირებული ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტი ჯონ ჰუდაკი წინასწარმეტყველებს, რომ ობამა ამ საკითხში მიზნის მიღწევას ყველანაირად შეეცდება:
ჰუდაკის თქმით, ობამას პირველ რიგში სწადია, რომ ქვეყანა დემოკრატმა პრეზიდენტმა ჩაიბაროს მისი ვადის ამოწურვის შემდეგ. ამისთვის, მას სამაგალითო პოლიტიკის წარმოება მართებს, რის საფუძველზეც კონგრესის საშუალებით საქმე კარგად უნდა შესრულდეს.
მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ავღანეთის საკითხში ბარაკ ობამა ამერიკელი ჯარისკაცების ამ ქვეყნიდან გამოსვლას გაუწევს ზედამხედველობას 2014.
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, და ისრაელის პოტენციური სამხედრო დარტყმის საკითხში, ობამას კრიტიკული გადაწყვეტილებების გამოტანა მოუწევს. კრიტიკული საკითხების რანგშია სირიის კონფლიქტის დარეგულირებისთვის საჭირო განკარგულებებისა და ზომების გატარებაც.
ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ძალიან ფრთხილად მოეკიდება ამერიკული სამხედრო ძალების უცხოეთში განლაგების საკითხს და ამასთან ერთად, ის უფრო მეტად დაეყრდნობა უცხოელი პარტნიორების უნარებს.
ვაშინგტონში ბაზირებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, და ყოფილი ამერიკელი დიპლომატი კარლ ინდერფურთი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი სამხედროების დისლოკაციის საჭიროება უცხოეთში ობამას მეორე ვადის განმავლობაში მართლაც გახდეს პრიორიტეტული.
ინდერფურტის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შესაძლოა მართლაც დადგეს სადმე უცხოეთში, ამერიკელი ჯარისკაცების დისლოკაციის საჭიროება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება დღეისთვის არ არის საჭირო. ობამამ ამასთან ერთად, კარგად უნდა გააცნობიეროს თუ რომელი პარტნიორი დაეხმარება ამერიკის ეროვნული ინტერესების უკეთ დასაცავად და რა დგას სასწორზე თუ მართლაც გადაწყდა ამერიკელი ჯარისკაცების უცხოეთში გაგზავნა.
ანალიტიკოსებისვე დასკვნით, ამერიკელი ლიდერის საგარეო პოლიტიკური გამოცდილება წამყვან უცხოელ პარტნიორებთან, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ჩათვლით, მას მომავალშიც დაეხმარება.
XS
SM
MD
LG