ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას განმარტება


პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის ლიდერთან მედვედევთან იმ პრივატული საუბრის შინაარსი განმარტა, რომელიც შემთხვევით ვიდეოკამერების მიკროფონებმა დააფიქსირა. სეულში გამართულ ბირთვულ სამიტზე შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ობამამ მედვედევს განუცხადა, რომ წელს მისი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია და არჩევნების შემდეგ უფრო მეტი მოქნილობის შესაძლებლობა ექნება. როგორც ბატონმა ობამამ განმარტა ამჟამად შეერთებული შტატებში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ხოლო რუსეთში კი ხელისუფლების გადაცემის პროცესი ხორციელდება. მან აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკური გარემო საკმაოდ მყიფეა ისეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების გასამართავად, როგორიც სარაკეტო თავდაცვა და შეიარაღების კონტროლია.

XS
SM
MD
LG