ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა დაამტკიცა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფედერალური სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმები დაამტკიცა. ერთ-ერთი ცვლილება შეეხება არასრულწლოვან პატიმრებს, რომელთა განცალკევებით საკნებში მოთავსება აიკრძალება. იგივე აკრძალვა არ გავრცელდება ზრდასრულ პატიმრებზე.

გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ წერილში ობამა წერს, რომ ამჟამად შეერთებულ შტატებში 100 000 ადამიანია მოთავსებული იზოლირებულ საკნებში, რასაც მისი თქმით “გამანადგურებელი ფსიქოლოგიური შედეგები აქვს.”

XS
SM
MD
LG