ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი როლი წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკელებს შეახსენოს თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს პრეზიდენტი.

„პრეზიდენტის საქმე არ არის რეალიტი ტვ“ თქვა ობამამ ენ-ბი-სის ტელეარხზე გამოსვლისას. „მე ვნახე თუ რა სახის საქმესთან და გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული პრეზიდენტობა, ამიტომაც მჯერა, რომ ამერიკელი ხალხი გააცნობიერებს თუ რა არის სასწორზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საკითხები წყდება და რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ."

პრეზიდენტი ობამა მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაში არ ერევა. თუმცა ახლა, როცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი იქნება ორი პარტიის ნომინანტი, პრეზიდენტ ობამასგან სავარაუდოდ არის მოლოდინი, რომ თეთრ სახლში დემოკრატი პრეზიდენტის მოსვლას დაეხმაროს.

XS
SM
MD
LG