ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და ნეთანიაჰუ თანხმდებიან


ორ ლიდერს შორის პარასკევს სატელეფონო საუბარი შედგა

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის აზრთა სრული თანვედრაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შეჩერების თაობაზე.

ორ ლიდერს შორის პარასკევს სატელეფონო საუბარი შედგა. ნეთანიაჰუ ამ თემაზე გასაუბრებას აპირებს ასევე რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, მიტ რომნისთან.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი ჩვეული კონსულტაციის ფარგლებში შედგა და ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG