ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია სუდანის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს


ობამას ადმინისტრაცია სუდანის წინააღმდეგ სანქციების ნაწილს აუქმებს. გადაწყვეტილება სუდანის მთავრობის მიერ პოზიტიური ნაბიჯების საპასუხოდ იქნა მიღებული.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სუდანს სანქციები 1997 წელს დაუწესა და სამთავრობო ანგარიშები გაყინა, ადამიანის უფლებების დარღვევის და ტერორიზმისთვის ხელშეწყობის გამო. აშშ-მ 2006 წელს დამატებითი სანქციები დაუწესა ქვეყანას დარფურის კონფლიქტში მისი როლის გამო.

თუმცა, სუდანის, როგორც სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორის განსაზღვრება, აშშ-ს არ გაუუქმებია. სუდანის პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა მიჩნეული ომის დანაშაულებებსა და გენოციდში.

XS
SM
MD
LG