ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ვაშინგტონში დაბრუნდა


ბარაკ ობამა ვაშინგტონში დაბრუნდა
ბარაკ ობამა ვაშინგტონში დაბრუნდა

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლათინურ ამერიკაში ტურნეს ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება. ის ოპონენტებმა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იმყოფებოდა იმ დროს, როცა ლიბიაში ამერიკის შეიარაღებული ძალები გაეროს რეზოლუციის აღსრულებაში არიან ჩართული.

პრეზიდენტმა ელ სალვადორში ყოფნის დროს დაგეგმილი ვიზიტი მაიას ძველი სახელმწიფოს ნანგრევებზე გააუქმა და ამერიკის დედაქალაქში გამოემგზავრა. გუშინ პრეზიდენტი ობამა ელ სალვადორის ლიდერს მაურიციო ფუნეს შეხვდა. პრეზიდენტები ცენტრალურ ამერიკაში ვაჭრობის განვითარებაზე, ნარკობიზნესთან ერთობლივ ბრძოლაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG