ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ელ-სალვადორში ჩავიდა


ბარაკ ობამა ელ-სალვადორში ჩავიდა
ბარაკ ობამა ელ-სალვადორში ჩავიდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლათინურ ამერიკაში ტურნეს განაგრძობს. მან უკვე დატოვა ჩილე და გაემგზავრა ელ-სალვადორში, რომელიც მისი ტურნეს ბოლო ქვეყანაა. პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ჩილეს დედაქალაქი სანტიაგო დღეს დილით დატოვეს. ელ სალვადორში შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის კოლეგას მაურიციო ფუნეს შეხვდება და ასევე საღამოს ოფიციალურ ვახშამს დაესწრება. სანტიაგოს დატოვებდე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ჩილე არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დემოკრატიის დამყარება მთელ კონტინენტზე.

„მთელ რეგიონში, ჩვენ ვხედავთ არამყარ დმეოკრატიებს, მექსიკიდან ჩილემდე და კოსტა-რიკამდე. ჩვენ ვნახეთ ძალაუფლების მშვდობიანად გადაბარების ისტორიული პროცესი ელ-სალვადორში, ურუგვაისა და პარაგვაიში. რასაკვირველია, ჩვენი ზრუნვა დემოკრატიის გაუმჯობესებაზე არასდროს დასრულდება. მაგრამ ეს არის თვალსაჩინო პროგრესი, რაც ამერიკაშია მიღწეული,“ - განაცხადა ობამამ.

XS
SM
MD
LG