ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის ლათინური ამერიკის ტურის განრიგი


აშშ-ის პრეზიდენტის ლათინური ამერიკის ტურის განრიგი
აშშ-ის პრეზიდენტის ლათინური ამერიკის ტურის განრიგი

აშშ-ს პრეზიდენტის ლათინური ამერიკის ტურის განრიგი: დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური პროგრესის მხარდაჭერა

შაბათს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ამით დაიწყება პრეზიდენტის ხუთდღიანი ტური ლათინურ ამერიკაში, რომლის დროსაც პრეზიდენტი აგრეთვე ჩილესა და სალვადორს ეწვევა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დენ რობინსონი, რომელიც პრეზიდენტთან ერთად იმოგზაურებს, იუწყება, რომ ბატონ ობამას სურს ისეთი გზავნილის მიწოდება, რომელიც ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს დაანახებს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონთან თანამშრომლობის გააქტიურება სურს.

ნიშანდობლივია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ლათინური ამერიკის ტურის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ იანვარში კონგრესის მიმართ ყოველწლიურ მიმართვაში გააკეთა.

„მარტში მე ბრაზილიას, ჩილეს და სალვადორს ვეწვევი ორ ამერიკას შორის ახალი ალიანსების შექმნის მიზნით,“ განაცხადა ობამამ.

ეს იქნება პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, რეგიონში რომელიც ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტიციებისთვის, ექსპორტის გაფართოვებისა და გავლენისთვის გლობალური კონკურენცია სწორედ ამ რეგიონზეა კონცენტრირებული.

საპრეზიდენტო ვიზიტისთვის მზადება უკვე რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდება. თებერვალში შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ტიმოთი გეითნერი ბრაზილიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ბრაზილია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე უსმხვილეს ქვეყანას წარმოადგენს. ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით ბრაზილია მსფოლიოში მეშვიდე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახლავთ.

ვაშინგტონში ბრაზილიის საგარეო მინისტრთან ანტონიო პატრიოტასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ლათინურ ამერიკაში ობამას ვიზიტის განრიგთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ გლობალურ გამოწვევებს შეიცავს როგორიცაა სურსათის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების აღმოჩენა და გლობალური უთანასწორობის აღმოფხვრა. ამ სფეროებში თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. საერთო ინტერესებისა და ფასეულობების მიღწევის მიზნით ჩვენ თანამშრომლობის დამატებითი საშუალებების გამოსანახად ყველა ღონეს ვიხმართ.“

ბრაზილიაში, ჩილესა და სალვადორში პრეზიდენტ ობამას ოფიციალური ვიზიტის განრიგი გამახვილებული იქნება ისეთ მთავარ თემებზე როგორიც გახლავთ დემოკრატიის კონსოლიდაცია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობების შექმნა, სამოქალაქო უფლებების დაცვა, სქესთა შორის თანასწორუფლებიანობა და სოციალური შემწყნარებლობა.

რიო დე ჟანეიროში პრეზიდენტი ობამა ბრაზილიელ ხალხს სიტყვით მიმართავს. როგორც იუწყებიან, იგი აგრეთვე ღარიბ უბანს ანუ ეგრეთწოდებულ „ფაველას“ მოინახულებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიის მთავრობა ღარიბ უბნებში კრიმინალური და ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდების თარეშის აღმოფხვრას ცდილობს.

ვაშინგტონში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო დიპლომატიური სამსახურის კოლეჯის დეკანი ლუის გუდმანი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების პირველი აფრიკული წარმოშობის პრეზიდენტი ლათინური ამერიკის ქვეყნებს ვაშინგტონის გზავნილს ეფექტურად მიაწოდებს.

„ისტორიულად სოციალური უსამართლობის თვალსაზრისით ბრაზილია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა. მართალია ახლა ქვეყანამ ეკონომიკურ პროგრესს მიაღწია და 2009 წელთან შედარებით ბრაზილიაში სოციალური უსამართლობა უფრო ნაკლებად შეინიშნება, ქვეყანას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. იგივე შეიძლება ითქვას ჩილეზეც, რომელმაც სოციალური პროგრესის მხრივ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია,“ აღნიშნა ლუის გუდმანმა.

შეერთებული შტატები აგრეთვე დაინტერესებულია ბრაზილიაში ამ ბოლო ხანებში აღმოჩენილი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი საბადოებით. ცოტა ხნის წინ ენერგომატარებლებზე მზარდ ფასებთან დაკავშირებით გამართულ პრეს კონფერენციაზე ბატონმა ობამამ განაცხადა:

„როცა ლაპარაკია იმპორტირებულ ნავთობზე, ჩვენ ენერგეტიკის სფეროში ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან ურთიერთობებს ვაძლიერებთ. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი იმ თემებს შორის, რომლებსაც მე პრეზიდენტ რუსეფთან განვიხილავ.“

XS
SM
MD
LG