ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა დრონების "შეზღუდულ" გამოყენებას ამართლებს


ამერიკელმა ლიდერმა დრონების პოლიტიკის შესახებ საკუთარი ადმინისტრაციის პოზიცია თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამოსვლისას გააჟღერა. მან აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები დრონებს მხოლოდ განსაკუთრებულად შეზღუდულ პირობებში იყენებენ, და რომ ამერიკელები უპირატესობას [ეჭვმიტანილი ტერორისტების] დაკავებას, დაკითხვას და დეტალურ შესწავლას ანიჭებენ.

ამერიკელმა ლიდერმა აღიარა, რომ ამერიკელი სამხედროების მოქმედება უცხოეთში იმ ქვეყნის საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენას და პოტენციურად, უფრო მეტი მტრის გაჩენას უწყობს ხელს. თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ამერიკა ტერორისტებს ვერ მისცემს საშუალებას, რათა მათ სასიკვდილო თავდასხმები დაგეგმონ და განახორციელონ.

ბარაკ ობამას განცხადება მოსდევს თეთრი სახლის აღიარებას, რომ დრონების თავდასხმებს ოთხი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG