ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაციის დღე


დღეს ბარაკ ობამა ორ ისტორიულ ბიბლიაზე სახალხოდ დაიფიცებს

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობის წინ სახალხოდ დადებს ფიცს. ასევე ის წარმოთქვამს საინაუგურაციო სიტყვას და პრეზიდენტობის მეორე ვადას შეუდგება.

კაპიტოლიუმის შენობის წინ ეროვნულ მოლზე 800 ათას ადამიანს ელიან, რაც ოთხი წლის წინ ბარაკ ობამას პირველ ინაუგურაციასთან შედარებით გაცილებით ნაკლები რაოდენობაა. ოთხი წლის წინ ბარაკ ობამას ინაუგურაციას დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დაესწრო. ბარაკ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად გუშინ დაიწყო. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა ფიცი 20 იანვარს უნდა დადოს. პრეზიდენტის ფიცი გუშინ თეთრ სახლში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჩაიბარა.

დღეს კი ბარაკ ობამა ორ ისტორიულ ბიბლიაზე სახალხოდ დაიფიცებს. ერთი ბიბლია მე-19 საუკუნისაა და პრეზიდენტ ლინკოლნის ნაქონია. მეორე ბიბლია კი უფლებადამცველ მარტინ ლუთერ კინგს ეკუთვნოდა რომელიც 1968 წელს მოკლეს.
XS
SM
MD
LG