ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ევროპულ ტურნეს აგრძელებს


პრეზიდენტი ობამა ათენში
პრეზიდენტი ობამა ათენში

პრეზიდენტი ობამა ევროპულ ტურნეს აგრძელებს. საბერძნეთში, ციპრასთან შეხვედრის შემდეგ ობამამ მის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. „ჩვენ ძლიერი შეჯიბრი გვაქვს წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა არჩევნების შემდეგაც კი დემოკრატია დამოკიდებულია ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე... ამერიკული დემოკრატია უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ადამიანი“, - განაცხადა ობამამ.

ობამამ ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს ევროპულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მან განაცხადა, რომ ის მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს გაზარდონ თავდაცვის დანახარჯები, მსგავსად მისი წინამორბედისა ეს მოწოდება დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნოდ რამდენჯერმე გააჟღერა.

XS
SM
MD
LG