ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: "კადაფის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება"


ობამა: "კადაფის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება"
ობამა: "კადაფის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება"

აშშ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ლიბიაში დემოკრატიული წყობისკენ გადასვლას მხარს დაუჭერს.

ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ კადაფის 42-წლიანი მმართველობა დასასრულს უახლოვდება და რომ ლიბიელი ხალხი ძალიან ახლოს არის ისეთ მომავალთან, რომელსაც იმსახურებს.

აშშ პრეზიდენტმა ეს განცხადება მასაჩუსეტის შტატში შვებულების დროს წარმოსთქვა აღნიშნა რა, რომ სიტუაცია ლიბიაში მყიფეა, თუმცა ნათელია, რომ ლიბიელები სულ მალე საკუთარი მომავლის ბატონ-პატრონი თავადვე იქნებიან.

"ლიბიაში გარკვეულწილად გაურკვევლობა რჩება და რჩებიან კადაფის რეჟიმის ელემენტები, რომლებიც საფრთხეს შეიცავენ. თუმცა ცხადია, რომ ეს რეჟიმი დასასრულს უახლოვდება და ხალხის მომავალი მათივე ხელში გადადის."

ობამამ დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდა და ასევე ტელეფონით ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრეიერს დევიდ კამერონს.

ამერიკელმა ლიდერმა გარდამავალ ეროვნულ საბჭოს მოუწოდა გააგრძელოს მშვიდობიანი, ინკლუზიური და სამართლიანი გარდამავალი პროცესის წარმართვა და რომ ამერიკა საბჭოს მხარს დაუჭერს კადაფის მთავრობის აქტივებით, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში იქნა დაყადაღებული.

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ტელეფონით ესაუბრა გარდამავალი საბჭოს მეთაურს, მუსტაფა აბდულ ჯალილს და მასთან ერთად ახალი მთავრობის ჩამოყალიბების ძალისხევა განიხილა.

კლინტონი ასევე ესაუბრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ დიპლომატს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეფრი ფელტმანს და ამერიკის ელჩს გარდამავალ საბჭოში ქრის სტივენს.

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ლიბიის "საკონტაქტო ჯგუფი" საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის თურქეთის, ნორვეგიის, შვედეთის, კანადის, დანიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ხუთშაბათს სტამბოლში შეიკრიბება და ლიბიაში სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG