ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ევროპული ტურნე გრძელდება


ობამას ევროპული ტურნე გრძელდება
ობამას ევროპული ტურნე გრძელდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დუბლინი ვულკანური ამოფრქვევის გამო ნახევარი დღით ადრე დატოვა და ლონდონს ეწვია. დღეს ბარაკ ობამა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს და პრემიერ მინისტრ -დევიდ კამერონს- შეხვდა.

ბუკინგემის სასახლე ამერიკის პრეზიდენტს და ქვეყნის პირველ ქალბატონს საზეიმო ცერემონიალით დახვდა. საღამოს ისინი სპეციალურ სადილზე არიან მიწვეულნი, რომელსაც ახალდაქორწინებული პრინცი უილიამი და კეტრინ მიდელტონიც დაესწრებიან.

დევიდ კამერონი და ბარაკ ობამა გლობალური ეკონომიკის პრობლემებს განიხილავენ. ორი ლიდერი კვირის ბოლოს პარიზში 8 ქვეყნის ეკონომიკური სამიტისთვის ემზადება. ფილიპ ბარტონმა, დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ამერიკაში, განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხიც ასევე დღის წერსრიგშია.

„ისინი ავღანეთის და პაკისტანის თემაზეც ისაუბრებენ. განიხილება ასევე უსაფრთხოების ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი: მზარდ საგაზაფხულო ტერორიზმზე ეფექტური რეაგირება და ეგვიპტე-ტუნისის დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერის გზები“- განაცხადა დიპლომატმა.

დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბატონი ობამა ქვეყნის ოპოზიციის ლიდერს, ედ მილიბენდსაც, შეხვდება და სიტყვით პარლამენტის ორივე პალატის სხდომაზე გამოვა.

XS
SM
MD
LG