ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიტიკა ობამას მისმართით


ობამას ახალი ანტიტერორისტული პროგრამის გამო აკრიტიკებენ

ბარაკ ობამამ პირობა დადო რომ გასულ კვირას უფრო მეტი სინათლე მოეფინებოდა ამერიკის ახალ ანტიტერორისტულ პროგრამას, როემლიც ეჭვმიტანილი ტერორისტების ადგილზე განადგურების გულისხმობს. თუმცა, მას ეს კრიტიკოსების ცნომისმოყვარეობა თავის ყოველწლიურ მიმართვაში არ დაუკმაყოფილებია.

ობამამ ამ თემაზე საუბრის დროს სიტყვები ფრთხილად შეარჩია ანუ ის რასაც მისი ადმინისტრაცია იყენებს ხოლმე ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებზე მსჯელობისას. ფრთხილი იყო დისტანციური კონტროლირებადი თვითმფრინავების გამოყენების შესახებ თემაზე საუბრის დროსაც.
დრონების ნაცვლად მან თქვა „შესაძლებლობების სხვადასხვა სპექტრი,“ რომელიც გამოყენებული იქნება ტერორისტებთან საბრძოლველად. ასევე თავის სიტყვაში ის მიმართავდა კონგრესში ამ პროგრამით შეშფოთებულ ადამიანებს.

ჩვენი დემოკრატიის პირობებში არ არის აუცილებელი ვინმე უბრალოდ მენდოს სიტყვაზე - რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ამგვარად მომავალ თვეებში მე გავაგრძელებ კონგრესთან მუშაობას რათა დავარწმუნო ისინი რომ ჩვენი ბრძოლა ტერორისტებთან ,მათი დაკავება და გასამართლება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და შემოწმებისა და ბალანსის სისტემასთან ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმები კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება კონგრესისთვის ამერიკელი ხალხისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.

პრეზიდენტი საუბრობდა მოქნილი კანონებისა და პოლიტიკური საფუძვლიანობის საჭიროების შესახებ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
მისი აზრით ბოლოდროინდელი კამათის განახლება ტერორისტთა განადგურების შესახებ გამოიწვია იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ინფორმაციის სიმცირემ.

ცნობილია, რომ უცხოეთში მოღვაწე ამერიკელები რომლებიც ალქაიდასთან თანამშრომლბენ ან მათ ფილიალს წარმოადგენენ, ასევე მოხვდებიან სამიზნეში თუკი ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნები ოფიციალურად დაადასტურებენ რომ ისინი წარმოადგენენ პირდაპირ საფრთხეს ამერიკის წინააღმდეგ.

ამ დოკუმენტმა კონგრესში გამოიწვია კრიტიკის დიდი ტალღა. კანონმდებლები, მათ შორის სენატის დაზვერვის კომიტეტის თამვჯდომარე დაიანა ფეინშტეინი მოითხოვდა, რომ თეთრ სახლს იურიდიული გადაწყვეტილებებისთვის გადაეხედა.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო თავისუფლების ორგანიზაციები აგრძელებენ ზეწოლას ობამას ადმინისტრაციაზე რომ საიდუმლო პროგრამასთან დაკვშირებით მეტი გამჭვირვალობა იყოს.
ზეკ ჯონსონი რომელიც არის „ამნესთი ინთერნეიშალის“ ამერიკის ოფისის უფროსი და ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ობამას მიმართვაში გამოთქმული რემარკები მათთვის საკმარისი არ არის.

მას ნათლად უნდა აეხსნა რომ ამერიკის ხელისუფლება იმოქმედებს ადამიანის უფლებთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით როდესაც საკითხი ეხება ისეთი ძალის ქმედებას რომელსაც ლეტალური შედეგი შეიძლება მოყვეს. ასევე, როდესაც საუბარია ადამიანების დაკავებაზე ან წამების იარაღის გამოყენებაზე. არსებობს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ვალდებულებები ამერიკის ხელისფლებისთვის, რაც პრეზიდენტმა ობამამ უნდა გაითვალისწინოს.

თეთრი სახლი აცხადებს რომ სამართლებრივ საკითხებზე კონგრესთან მუშაობას გააგრძელებს.

პრეზიდენტის პრეს მდივანი ჯეი კარნი აცხადებს რომ საჭირო იქნება კონგრესთან ერთობლივი მუშაობა.

პრეზიდენტს კარგად ესმის ამ საკითხების მნიშვნელობა.ამიტომაც ის ძალიან სერიოზულად იღებს თავის პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით და თქვენ გახდით ამ პროცესის მოწმე როდესაც იგი შეეცადა ამ პროგრამის შესახებ საჯარო საუბარი დაეწყო.

ხინა შამსი ამერიკის სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების საბჭოს ეროვნული უსაფრთხოების პროექტის დირექტორია.ის საუბრობს კანონზე რომელიც ხელისუფლებამ 2001 წლის 11 სექტემბრრის ალყაიდას ტერაქტების შემდეგ მიიღო.

ძალიან ცხადად არის იქ ახსნილი ყველაფერი, რაც ადმინისტრაციის ინტერპრეტაციით ნიშნავს იმას რომ მათ უნდა მოახდინონ განადგურება იმ სამიზნეების რომლებიც დაშორებულნი არიან ავღანეთის ტერიტორიას და სამხედრო დაპირისპირების ადგილებს. ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ 11 სექტემბრის შემდეგ მიღებულ ამ რეზოლუციასთან რომლის სახელია „ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება“ თანხმობაში მოვა ადმინისტრაციის მოთხოვნასთან.

კონგრესის მოთხოვნა თეთრ სახლთან რომ ყველა სამართლიანი შეფასება იქნას გათვალისწინებული როცა საუბარია ახალ ანტიტერორსიტულ პროგრამაზე,შეაფერხა სენატის დაზვერვის კომიტეტში ამერიკის სადაზვერვო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ჯონ ბრენანის კენჭისყრის პროცედურა.ბრენანმა მოსმენაზე განაცხადა რომ მიზნობრივი განადგურება წარმოადგენს საშუალებას როცა აღარ არის ალტერნატივა რათა სხვა ადამიანების სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული .მისივე განცხადებით ეს პროგრამა უნდა იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე როგორც ამერიკელებისთვის ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის.
XS
SM
MD
LG