ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ერთობისკენ მოუწოდებს


ობამა ერთობისკენ მოუწოდებს
ობამა ერთობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს მოუწოდებს რომ ახალ წელს გაერთიანებული ძალებით შეუდგნენ მუშაობას.

ყოველკვირეულ საპრეზიდენტო მიმართვაში ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა რომ მიოუხედავად იმისა რომ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა ნელნელა ძლიერდება, ერთიანი ძალებით არის საჭირო მისი საფუძვლის გამყარება.

მან იქვე დასძინა რომ 2011 წელს ამერიკის მთავრობის მიზანია ეკონომიკის გამყარება, სამუშაო ადგილების შექმნა და საშუალო ფენის პირობების გაუმჯობესება.

რესპუბლიკელების ყოველკვირეულ გამოსვლაში, სენატორმა ნიუ ჰემფშერის შტაიდან კელი აიოტემ განაცხადა რომ მისი პარტია 2011 წელს სამთავრობო დანახარჯების შემცირებას და სამუშაო ადგილების შექმნას დაუთმობს.

XS
SM
MD
LG