ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სუფთა ენერგიის ეროვნულ სამიტზე


სუფთა ენერგიის ეროვნული სამიტი ლას ვეგასში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის გზების დასახვას ეძღვნება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყურადღებას კვლავ სუფთა ენერგიის წარმოებაზე ამახვილებს. პრეზიდენტი ობამა დღეს სიტყვით ლას ვეგასში გამართულ სამიტზე გამოდის. სუფთა ენერგიის ეროვნული სამიტი მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის გზების დასახვას ეძღვნება, რათა ორგანიზაციებმა ენერგეტიკის სფეროს მოდერნიზება და მისი თანამედროვე სტანდარტებზე მორგება შეძლონ.

პრეზიდენტი ობამა ორკვირიანი შვებულებიდან ახლახან დაბრუნდა. მომდევნო კვირების და თვეების მანძილზე მას რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მათ შორის მთავარი სავარაუდოდ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების კონგრესში დამტკიცების მცდელობა იქნება. კანონმდებლები ხელშეკრულების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი.

XS
SM
MD
LG