ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა არჩევნებისთვის ემზადება


ობამა არჩევნებისთვის ემზადება
ობამა არჩევნებისთვის ემზადება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. დღეს მან განაცხადა, რომ ავსებს ფედერალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს შემოწირულობების მისაღებადაა საჭირო. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები პროგრესის დასაცავად იბრძვის და მან თავის მომხრებს მხარდაჭერისკენ მოუწდა. მისი თქმით, ეს კამპანია იმაზე უფრო მეტად ინოვაციური უნდა იყოს, ვიდრე როდესმე ყოფილა. ბატონი ობამა თავის პირველ აქციას თანხების მოსაზიდად 14 აპრილს ჩიკაგოში გამართავს. მისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელთა თქმით, წინასწარი გათვლებით, საარჩევნო თანხები 2012 წლისთვის 750 მილიონიდან ერთ მილარდ დოლარამდე შეგროვდება.

XS
SM
MD
LG