ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა თურქეთს და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს


თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებიდან ერთი კვირის თავზე, ამერიკის პრეზიდენტმა ორივე ქვეყანას დაძაბულობის დეესკალაციისკენ და სირიის კონფლიქტში ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ყველას საერთო მტერი გვყავს და მას “ისლამური სახელმწიფო” ჰქვია. მინდა ამ საფრთხის გარშემო გავერთიანდეთ და სირიის კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური გზები ვიპოვოთ” განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ობამამ ეს განცხადება პარიზის კლიმატის კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა.

XS
SM
MD
LG