ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშმა და ობამამ საზოგადოების დანაწევრებაზე ისაუბრეს


ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ნიუ იორკში ბუშის სახელობის ინსტიტუტში გამოსვლისას, იმედგაცრუება გამოთქვა ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის გამო. ხუთშაბათს გაკეთებულ მოხსენებაში, ბუშმა აღნიშნა, რომ ბულინგი და სტერეოტიპები საზოგადოების ცხოვრებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით პრევალირებს და ზიანს აყენებს მომავალი თაობის განათლებას მორალური კრიტერიუმების შესაბამისად.

ექსპრეზიდენტის თქმით, სამოქალაქო ღირებულებების ახალგაზრდა თაობამდე მიტანა მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ჯერ დღევანდელი საზოგადოება ამ ღირებულებებს ყოველდღიურად გაატარებს. ბუშმა ასევე თქვა, რომ ძალები, რომელიც საზოადოებას ყოფს, დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ის ძალა, რომელიც მის სხვადასხვა ფენას აერთიანებს.

იმავე დღეს შეერთებული შტატების კიდევ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რიჩმონდში, დემოკრატი კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ დღესდღეობით პოლიტიკური ცხოვრება არ ასახავს ამერიკელთა ღირებულებებს, არამედ პირიქით, პოლიტიკური დისკურსი საზოგადოებას წამლავს, და ხდება ის, რომ განსხვავებული მოსაზრებისთვის ხალხი ერთმანეთის დემონიზაციას ახდენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG