ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ავსტრალიური ვიზიტის შედეგები


ობამას ავსტრალიური ვიზიტის შედეგები

შეერთებული შტატების და ავსტრალიის ლიდერები აცხადებენ, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები ავსტრალიაში რჩებიან.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ობამამ და პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა კანბერაში დღეს გამართული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთეს. ქალბატონი გილარდის თქმით ჩრდილოეთ ავსტრალიაში 200-დან 250-მდე ამერიკელი მეზღვაური იმსახურებს. კონტიგენტი სამომავლოდ 2.500 ადამიანამდე გაიზრდება. ავსტრალია საკუთარ ბაზებს გაუხსნის შეერთებული შტატების ავიაციასაც. ჟურნალისტთა შეკითხვაზე არის თუ არა ეს პასუხი ჩინეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობაზე, ბატონმა ობამამ უპასუხა:

„აღმავლობას პასუხისმგებლობის ზრდაც თან ახლავს. აუცილებელია, რომ მათ თამაშის წესები დაიცვან“. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ამერიკის არმიას საშუალებას მისცემს რეგიონში სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ პრობლემებს, სტიქიურ უბედურებებს, თუ უსაფრთხოების კრიზისებს ადეკვატური პასუხი გასცეს.

ოფიციალურმა პეკინმა ამერიკის საზღვაო ფლოტის ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებას უარყოფითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება სიტუაციისთვის შეუფერებელი იყოს და ის საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანი უნდა გახდეს.

XS
SM
MD
LG