ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ავსტრალიის სამხედრო პარტნიორობა


ამერიკა-ავსტრალიის სამხედრო პარტნიორობა
ამერიკა-ავსტრალიის სამხედრო პარტნიორობა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიას შორის სამხედრო ურიერთობების საკითხში თანამშრომლობა დადებითად შეაფასა. ქალაქ დარვინის სამხედრო ბაზაზე, სულ მალე ამერიკული საზღვაო ფლოტის ნაწილი დაბანაკდება. ბატონმა ობამამ ამერიკელ და ავსტრალიელ ჯარისკაცებს სიტყვითაც მიმართა:

„აქ დარვინში, ჩრდილოეთ ავსტრალიის ერთ-ერთ ქალაქში ჩვენ ისტორიის კიდევ ერთი საამაყო ფურცელი ჩავწერეთ. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ერთი ნაწილი დარვინში დაბანაკდება, იმისათვის რომ ერთობლივ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა, რაც უსაფრთხოების საერთო ინტერესებს ემსახურება.“

პრეზიდენტმა ობამამ და ავსრტალიის პრემიერ-მინსიტრმა ჯულია გილარდმა, ავსტრალიის ტერიტორიაზე, 200 დან 250 ამერიკული საზღვაო ქვეითის განთავსება გადაწყვიტეს. ეს ძალისხმევა საბოლოოდ 2500 ამერიკელი სამხედრო პერსონალის დისლოკაციას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG