ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაციის შეხვედრა კალიფორაში


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაციის მორიგი შეხვედრა კალიფორნიის შტატში იმართება. ასეანის სამიტზე ტრადიციულად ასოციაციის წევრი ქვეყნების სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. 10 ქვეყნის ლიდერებს სანილენდსის მირაჟის რანჩოზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უმასპინძლა.

შეერთებული შტატების ლიდერმა ორდღიანი სამიტის მონაწილეებს აზიის ქვეყნების მიმართ ამერიკის სავაჭრო და უსაფრთხოების ხელახლა დაბალანსებული პოლიტიკა გააცნო. „ის ამჯერად მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ასეანის ჩართულობას, რაც რეგიონში მშვიდობის და მისი დაწინაურების მთავარი შემადგენელი ნაწილია“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

შეხვედრების პარალელურად ასეანის წევრი ქვეყნების პოლიტიკის გაპროტესტების მიზნით შენობის მახლობლად ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათი ნაწილი კამბოჯის, ნაწილი კი ლაოსის და მისი მეზობელი ქვეყნების პოლიტიკას აპროტესტებდა.

XS
SM
MD
LG